დემნა გვასალია თავისივე დაფუძნებულ Vetements-ს ტოვებს. “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორის თქმით, ბრენდში საკუთარი მისია უკვე შესრულებულია.
“Vetements ყოველთვის იყო შემოქმედებითი აზროვნების შედეგი. ჩვენ საზღვრების გარღვევას მომავალშიც გავაგრძელებთ. ასევე გავაგრძელებთ შემოქმედებისა და ნამდვილი ნიჭის მხარდაჭერას. მადლიერი ვართ დემნასი, რადგან მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ბრენდის ისტორიაში”,-აცხადებს გურამ გვასალია, რომელიც Vetements დამფუძნებელია.
დემნა გვასალიამ Vetements 4 წლის წინ შექმნა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბრენდად იქცა თანამედროვე მოდის სამყაროში. Vetements-ის შექმნიდან ერთი წლის შემდეგ გვასალია ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორად მიიწვიეს. WWD წერს, რომ დემნა გვასალია ბალენსიაგაში მუშაობას აგრძელებს და 29 სექტემბერს პარიზში დაგეგმილი ჩვენებისთვის ემზადება.