ახალი ამბები

ლევანი ჩემი მეგობარია, მაგრამ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი – ხაზარაძე ვასაძეზე

16 სექტემბერი, 2019 • 1927
ლევანი ჩემი მეგობარია, მაგრამ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი – ხაზარაძე ვასაძეზე

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მიუხედვად ლევან ვასაძესთან მეგობრობისა, მისთვის ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში ლგბტ თემის უფლებები დაცული, ხაზარაძე ამბობს, რომ მიუხედავად გარემობებისა, “ადამიანი, რომელიც ძალადობს, ჩემთვის არის მოძალადე“.

რაც შეეხება ლევან ვასაძეს, რომელიც “თბილისი პრაიდისა“ და ლგბტ თემის წევრებს ემუქრებოდა , ხაზარაძე ამბობს, რომ ვასაძესთან მეგობრობს, თუმცა, ძალადობა მისთვის მიუღებელია.

“მე ვფირობ, რომ საპატრიარქოში არის რაღაც ძალა, რომელიც ასეთ [ძალადობის წამახალისებელ] განცხადებებს აკეთებს. ლევანი არის ჩემი მეგობარი, დიდი ხანია მას ვიცნობ, თუმცა ჩემი და ლევანის ხედვები ძალიან ბევრ საკითხში [განსხვავდება] … მის ქმედებებზე მე ვფიქრობ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლევანსა და მის ოჯახს პატივს ვცემ, ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მით უმეტეს, იმ ფორმით, რა ფორმითაც მე ეს ვნახე,“ – განმარტავს ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი