ახალი ამბები

აშშ-ს საელჩოსთან “პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა

15 სექტემბერი, 2019 • 1955
აშშ-ს საელჩოსთან “პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა

დღეს, 15 სექტემბერს, თბილისში აშშ-ს საელჩოსთან “პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა. აქცია ეხმაურებოდა 10 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს.

https://www.facebook.com/netgazeti/posts/10157906801027044?__xts__[0]=68.ARCqqKqpfZGkHFo8ZP9lVa0uvM7q_uVEb3dpMnpqNrPYq7rCvIZ4JGOpghjfQFsRWIgA4LCWz8KP-uys7pEh7_h_uyJNm19X2lHi0NlnZWCRlf9E_sy4jqWjbzLwCa5T1qFVdHjEonnO-cMUpAy86jurB9FTXcZ82B_WRyf7nTaU6HQFjE2BUN3CsAi5ITmdcr5jNKsAjFmGrrXNBI4sgNnn6lVFFoefVFzW5JEigE38efAPV8gTkcOIWtIA6K2pJtcSHKSxetGMvGlYKNldAVgSLTVbUyVNkKAiXm5pCumXqt7ZvpmsTRClqSUVvhgv5lLIj9st9exYTyUXUloR&__tn__=-R

10 სექტემბერს კონფერენციის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ “ობიექტივის” ჟურნალისტი და ღონისძიების ორგანიზატორები. ინაშვილი კი, რომელიც კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის არ იყო, აცხადებდა, რომ როგორც პარლამენტის ვიცესპიკერს, სრული უფლება აქვს, დაესწროს კონფერენციას.

ინაშვილი სიტყვით გამოსვლას ითხოვდა, მისი მისვლის შემდეგ მის სიახლოვეს ბევრმა ჟურნალისტმა და ოპერატორმა მოიყარა თავი, ისევე, როგორც კონფერენციის მაყურებლების ნაწილმა. კონფერენცია შეფერხდა. ორგანიზატორები ცდილობდნენ, სიტუაცია განემუხტათ და კონფერენცია ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ.

ინაშვილი ამბობდა, რომ სურდა, წინა დღით მისი ოპონენტის, „ევროპული საქართველოს წევრის“, პარლამენტარი გიგა ბოკერიას ნათქვამისთვის პასუხი გაეცა. წინა დღით ბოკერიამ გააკრიტიკა „პატრიოტთა ალიანსი“ და მათ პრორუსული პარტია უწოდა.

რამდენიმე წუთში დევიდ კრამერმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, — რომელიც კონფერენციას უძღვებოდა — ინაშვილის, მის თანმხლებ პირსა და ოპერატორებს მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინათ. „საკმარისია. ნუღარ გააგრძელებთ. კამერებო, გარეთ, ყველანი გარეთ!“, — დაიძახა კრამერმა.

ეს ფაქტი ირმა ინაშვილმა დღეს 15 სექტემბერს გამართულ აქციაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა და თქვა:

“დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეა და სიმბოლურია, რომ ჩვენი მშვიდობიანი შეკრება სწორედ ამ დღეს დაემთხვა. იმიტომ, რომ 10 სექტემბერს სასტუმროში “რუმსი“ ჩემს მიმართ დაირღვა სიტყვისა და გამოხატვის უფლება და ასეთი ფაქტი სხვა დროს აღარ უნდა განმეორდეს,“ – განაცხადა მან.

მისივე თქმით, დღეს აქციით მათ საერთაშორისო პარტიორებს მკაფიოთ უთხრეს, რომ მათ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხარდაჭერა შეწყვიტოს.

“დასრულდეს მწამებლების მხარდაჭერა და ქართველ ხალხს დაუგდონ ყური,“ – განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა ასევე განმარტა, რომ გეგმის მიხედვით საპროტესტო აქციების სერია გაგრძელდება. ამასთანავე, ინაშვილმა დასძინა, რომ მომხდართან დაკავშირებით პროკურატურასა და შსს-ში განცხადებები უკვე შეიტანა.

“პატრიოტთა ალიანსის“ აქცია აშშ-ს საელჩოსთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“პატრიოტთა ალიანსის“ აქცია აშშ-ს საელჩოსთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ამავე თემაზე:

ხმაური თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილის მისვლის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი