ახალი ამბები

ხმაური თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილის მისვლის შემდეგ

10 სექტემბერი, 2019 • 2088
ხმაური თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილის მისვლის შემდეგ

„მაკკეინის ინსტიტუტისა“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ხმაური მოჰყვა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილის გამოჩენას.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ “ობიექტივის” ჟურნალისტი და ღონისძიების ორგანიზატორები. ინაშვილი კი, რომელიც კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის არ არის, აცხადებს, რომ როგორც პარლამენტის ვიცესპიკერს, სრული უფლება აქვს, დაესწროს კონფერენციას.

ინაშვილის თქმით, გუშინ, კონფერენციის მიმდინარეობისას არაერთხელ იყო საუბარი “პატრიოტთა ალიანსზე” ნეგატიურ კონტექსტში, მათ შორის, დეპუტატ გიგა ბოკერიას მხრიდან. ინაშვილის თქმით, მას სურვილი აქვს, მოუსმინოს მონაწილეებს, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდეს. კონფერენციაზე ამ წუთებში მსჯელობენ პანელზე ” საით მიემართება რუსეთი?” და ინაშვილი მას ესწრება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი