შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან, ავტომანქანით გადაადგილების დროს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყება ამბობს, რომ ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მეტადონის“ შემცველი 84,65 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარებს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ეს მუხლი 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.