ახალი ამბები

ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს – ხაზარაძე სააკაშვილს მიმართავს

12 სექტემბერი, 2019 •
ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს – ხაზარაძე სააკაშვილს მიმართავს

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უკრაინაში მცხოვრებ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, შეცვალოს შეურაცხმყოფელი ლექსიკა.

“პირველ რიგში, ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს. მე მესმის პოლიტიკა, კონკურენცია, მაგრამ შეურაცხყოფა და სიტყვათა წყობა შეცვალოს. ის ჩემთვის არ წარმოადგენს არაფერს. ადამიანს, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად, ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას და იცვლის პასპორტს, ის ჩემთვის დამთავრებული ამბავია. ამას მთელი სერიოზულობით გეუბნებით. მე ამ ქვეყნიდან 15 წლის წინათაც შემეძლო წასვლა და მან სისხლის სამართლის საქმე რომ აღძრა ჩემ წინააღმდეგ, მაშინაც შემეძლო ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ არც წავსულვარ, არც პასპორტი გამომიცვლია და არც ბიზნესი გადამიტანია. როცა პრეზიდენტი ხარ, პასპორტს იცვლი და ამბობ, რომ დამიჭერდნენ და ა.შ. მთავარსარდალი ხარ, იქ ჩემთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომ, ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს და ის განცხადებები შეინახოს თავისთვის”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ მიხეილ საააკშვილის მისამართით ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად თუ დასჭირდა ხმები, ის არ ითანამშრომლებს არც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც “ქართულ ოცნებასთან”.

მამუკა ხაზარაძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებას დღეს, 12 სექტმებერს, უკრაინიდან გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. მან ღონისძიებას “კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება” უწოდა, ხოლო თავად ხაზარაძეს- მევახშე.

 

მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, ახლა უფრო წვრილები უნდა დაემატოს – სააკაშვილი ხაზარაძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი