ახალი ამბებირეკლამა

გიგი თევზაძე – მთლიანად პენიტენციური სისტემაა თავიდან მოსაფიქრებელი და გასაკეთებელი

12 სექტემბერი, 2019 • 1071
გიგი თევზაძე – მთლიანად პენიტენციური სისტემაა თავიდან მოსაფიქრებელი და გასაკეთებელი

გიგი თევზაძე – ფილოსოფოსი, ილიაუნის პროფესორი

ქართული ციხე არ არის პრევენციული დაწესებულება – დამსჯელი სისტემაა. ციხე ბოლო წერტილია დამნაშავისთვის, ბევრი სისტემა უნდა არსებობდეს, რომელსაც დანაშაულის პრევენცია დაევალება, ფაქტობრივად არავინ ეწევა საქართველოში დანაშაულის პრევენციას და პირდაპირ სადამსჯელო ორგანიზაცია გვაქვს – ციხე. მთლიანად პენიტენციური სისტემაა თავიდან მოსაფიქრებელი და გასაკეთებელი. დანაშაულის პრევენციის ცენტრი უნდა იყოს ტოტალური, მოიცვას სკოლა და ა.შ.

ყოფილ პატიმრებსაც საკუთარი თავის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება აქვთ. მიიჩნევენ, რომ საზოგადოების არასრულფასოვანი წევრები არიან, ცდილობენ რაღაც ამტკიცონ და ხშირად ეს მტკიცება არაადეკვატურ ფორმებს იღებს. მნიშვნელოვანია ყოფილი პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ბევრი მუშაობაა მათთან საჭირო, რომ თვითსტიგმატიზაცია აირიდონ თავიდან.

სახელმწიფომ კერძო სექტორს რაღაც გარანტიები უნდა შესთავაზოს, რომ დაასაქმოს ყოფილი პატიმრები, ეს ძალიან ცნობილი მეთოდებია.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი