ახალი ამბებირეკლამა

ბექა ჯანუაშვილი: ჩემი სკოლის მოსწავლეობის პერიოდში უმრავლესობა ქურდობისთვის იბრძოდა

16 ოქტომბერი, 2019 • 2325
ბექა ჯანუაშვილი: ჩემი სკოლის მოსწავლეობის პერიოდში უმრავლესობა ქურდობისთვის იბრძოდა

ბექა ჯანუაშვილი, მუსიკოსი

ე.წ. ქურდობის ინსტიტუტი ისევ არსებობს, ახალგაზრდებში ეს თემა ისევ აქტუალურია, ჩემი სკოლის მოსწავლეობის პერიოდში უმრავლესობა ქურდობისთვის იბრძოდა.

ხშირად ისინი ხვდებიან ციხეში, საერთოდ რომ ვერ წარმოიდგენ. ბევრი მუსიკოსი მოხვდა, მაგალითად, ციხეში, არაფრის გამო.

ციხეშივე უნდა ამზადებდნენ პატიმრებს გათავისუფლებისთვის ფსიქოლოგიურად, მასტერკლასებით, რაიმე საქმეში დახელოვნებით, თუმცა ყველაზე დიდი მნიშვნელობა ალბათ თავად ყოფილი პატიმრების განწყობას და მონდომებას აქვს, რომ დაუბრუნდნენ საზოგადოებას.

ნებისმიერ ადამიანს ყოველთვის აქვს შანსი, შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ, მთავარი ამის სურვილია. ვისაც გადარჩენა უნდა, ეშველება, გამოძვრება რთული სიტუაციიდან, რაღაც გამოუჩნდება.

დამსაქმებლები დიდ ყურადღებას აქცევენ ნასამართლევია თუ არა დასაქმების მსურველი. დიდ კომპანიებში პირის სამსახურში აყვანისას ფსიქოლოგებიც აკვირდებიან დასაქმების მსურველის ქცევას, საუბრის მანერას, აქვს თუ არა სვირინგები და ასე შემდეგ.

საზოგადოების დამოკიდებულებაც ყოფილი პატიმრების მიმართ ასეთია: ვინც ციხეშია ნამყოფი, არასანდოა. ციხიდანვე უნდა იწყებოდეს ზრუნვა მათ დასაქმებაზე.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი