ახალი ამბები

ვიდეოზე, სადაც ჩანს, ბოთლიდან როგორ ასუნთქებენ ბავშვს ბოლს, გამოძიება დაიწყო

11 სექტემბერი, 2019 • 1149
ვიდეოზე, სადაც ჩანს, ბოთლიდან როგორ ასუნთქებენ ბავშვს ბოლს, გამოძიება დაიწყო

Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, როგორ ასუნთქებენ მცირეწლოვან ბავშვს ბოთლიდან გარკვეულ ბოლს, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, გამოძიება სსკ-ს 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს.

“ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს 2004 წელს დაბადებულმა ბიჭმა მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები,” – აცხადებენ შსს-ში.

დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი