ახალი ამბები

ფრანსუა ოლანდი: ამ ეტაპზე NATO არ უნდა გაფართოვდეს

3 მარტი, 2015 •
ფრანსუა ოლანდი: ამ ეტაპზე NATO არ უნდა გაფართოვდეს

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომელთაც ნატოში გაწევრიანება სურთ, რომ ჯერჯერობით საფრანგეთი ამას მხარს არ დაუჭერს, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ნატო არ უნდა გაფართოვდეს,”– განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

 

ფრანსუა ოლანდს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებს გულისხმობდა. 

 

“ბრიუსელშიც, თბილისშიც, მოსკოვშიც, კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება ნატოში დღის წესრიგში არ დგას,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ 19 თებერვალს.

 

ეს განცხადება მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პასუხად გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ ნატო პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ალიანსში ჩასათრევად.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი