ახალი ამბები

ინციდენტი: ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურად შეეხო

8 სექტემბერი, 2019 • 2312
ინციდენტი: ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურად შეეხო

ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობის წინ, სადაც “სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობს მთავრობის დამტკიცების პროცედურის პარალელურად.

ინციდენტში პატრიოტთა ალიანსის წევრი დეპუტატი ემზარ კვიციანი მონაწილეობდა. მას აქციის მონაწილეები “პუტინის მონას” ეძახდნენ. კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურადაც შეეხო. კვიციანი რუსთაველის გამზირზე შეჩერდა და თანამოაზრეები მიიხმო ლაივის გამოყენებით.

“ახლა დაინხავთ რამდენი ხალხი მოვა აქ”, – ამბობდა კვიციანი.

საბოლოოდ დეპუტატი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.

ამავე თემაზე

კვიციანის ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი