ახალი ამბები

ემზარ კვიციანი “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს

12 ივნისი, 2020 • 2403
ემზარ კვიციანი “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს

პარლამენტარი ემზარ კვიციანი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ ტოვებს როგორც პარტია “პატრიოტთა ალიანსს”, ისე ამავე პარტიის ფრაქციას პარლამენტში.

“ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმე განაწყენებული მივდივარ, უბრალოდ, არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს, პატრიოტთა ალიანსის წევრებს! 4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა, ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ!

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე, ვინც გამომყვება, ღმერთმა დაგლოცოთ, ვინც არა, თქვენც დალოცვილი მეყოლეთ! აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად! დიდება ღმერთს!!!”, – წერს ემზარ კვიციანი.

ემზარ კვიციანს ამავე პოსტზე უპასუხა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა და თანაგუნდელს გზა დაულოცა.

“ემზარ, ჩვენი ძმა ხარ, ჩვენი უახლოესი მეგობარი ხარ. სადაც მხარდაჭერა დაგჭირდება, ეს ძმობა და მხარდაჭერა ყოველთვის გექნება”, – დაწერა ირმა ინაშვილმა და უკვე ყოფილ თანაგუნდელს წარმატება უსურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი