ახალი ამბები

“ინტერ მედია პლიუსის” დირექტორს სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

7 სექტემბერი, 2019 • 971
“ინტერ მედია პლიუსის” დირექტორს სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

„ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს, 7 სექტემბერს მიიღო.

ამასთანავე, პირველმა ინსტანციამ იაშვილს საგამოძიებო  უწყების ინფორმირების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ასე მან სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.

ზურაბ იაშვილს “რუსთავი 2”-ის საქმეზე ბრალი 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად, ბრალი წაუყენეს ტელეკომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიას. უშუალოდ იაშვილს ედავებიან „კომერციული მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

 

ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წაუყენეს

მასალების გადაბეჭდვის წესი