ახალი ამბები

მოსამართლე ლევან თევზაძემ უზენაეს სასამართლოზე კანდიდატურა მოხსნა – ნაზი ჯანეზაშვილი

3 სექტემბერი, 2019 • 3160
მოსამართლე ლევან თევზაძემ უზენაეს სასამართლოზე კანდიდატურა მოხსნა – ნაზი ჯანეზაშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლევან თევზაძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ავრცელებს.

ლევან თევზაძე ამჟამად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს. ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ამ პროცესში ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა. ამ მოსაზრებას ირაკლი შენგელია არ იზიარებდა.

“ირაკლი შენგელიას ცოლისძმამ, მოსამართლე ლევან თევზაძემ კანდიდატურა მოხსნა!

არაერთხელ მოვუწოდე ამ ბატონებს, რომ ეს იყო ინტერესთა კონფლიქტი და აცილება იყო საჭირო, რაც მაშინ არ გაითვალისწინეს.

თუმცა, ბოლოს თევზაძემ საერთოდ მოხსნა კანდიდატურა. ძალიან კარგია”, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

დღესვე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების მიერ მიღებული ქულების რაოდენობა გამოაქვეყნა, ჩამონათვალში თევზაძე არაა. იმ 20 კანდიდატის ვინაობა, ვისაც იუსტიციის საბჭო პარლამენტს გაუგზავნის, 4 სექტემბერს გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე

უზენაესი სასამართლოს კანდიდატების მიერ მიღებული ქულები [სია]

გვერდიდან თუ შევხედავთ, ცოტა უხერხულობას იწვევს – თავაძე საკუთარ თავისადმი ხმის მიცემაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი