ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს კანდიდატების მიერ მიღებული ქულები [სია]

3 სექტემბერი, 2019 • 2970
უზენაესი სასამართლოს კანდიდატების მიერ მიღებული ქულები [სია]

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა გამოაქვეყნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენცია შეაფასეს.

საბოლოო კენჭისყრა, რომელიც გაარკვევს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების ვინაობას, ხვალ, 4 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

კეთილსინდისიერების კრიტერიუმში საუკეთესო ქულები 6-მა კანდიდატმა მიიღო. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ექვსივეს იუსტიციის საბჭოს თორმეტივე წევრმა სრულად დამაკმაყოფილებელი შეფასება დაუწერა:

ბერეკაშვილი დიანა

2016 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. 2018 წლიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

ალექსანდრე იაშვილი

2016 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

მაია კოპალეიშვილი

იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე (2005-2007წწ.), 2006-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, სპიკერი მოსამართლე. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ (2007-2009წწ.), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ (2009წ.). 2009 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად

ლევან მიქაბერიძე

2013-2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ივლისიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით გათვალისწინებული ასაკის მიღწევამდე.

მადი ჩანტლაძე

2015 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

ალექსანდრე წულაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი