ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგი გამოქვეყნდა

30 აგვისტო, 2019 • 1060
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგი გამოქვეყნდა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები საბოლოოდ გამოქვეყნდა. აბიტურიენტებს ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ.

შედეგების სანახავად აბიტურიენტმა სისტემაში პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი უნდა შეიყვანოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანახმად, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლეტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

მასალების გადაბეჭდვის წესი