რუსთავის პოლიციამ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული კაცი დააკავა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ იგი იყო ოჯახის უფროსი, თავის მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა და ამცირებდა. მიუხედავად ამისა, პოლიციისათვის დახმარების თხოვნით არასოდეს მიუმართავთ”, – ამბობს შსს.
უწყების ცნობით, მორიგი კონფლიქტი 2019 წლის 24 აგვისტოს მოხდა, რის შემდეგაც ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.