ახალი ამბები

თბილისში ოჯახი დააყაჩაღეს

28 აგვისტო, 2019 • 1403
თბილისში ოჯახი დააყაჩაღეს

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ნიღბიანმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების თანახმად, შეტყობინება 112-ში 28 აგვისტოს, გამთენიისას შევიდა. “პირველი არხის” თანახმად, პირებმა გაიტაცეს დიდი ოდენობით თანხა და ავტომობილი, რომელიც უკვე ნაპოვნია.

გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი