შსს აცხადებს, რომ ანაკლიაში, ფესტივალ „ეკოვეივსის“ (Echowaves) მიმდებარე ტერიტორიაზე, 13 ადამიანი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 3 — ქურდობის ბრალდებით. უწყების თანახმად, ჯამში, 16 პირია დაკავებული.
„გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით და 177-ე მუხლით მიმდინარეობს“, — წერს შსს.