ახალი ამბები

სოფელ საყავრესთან, ტყეში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება – საგანგებო სიტუაციების სამსახური

24 აგვისტო, 2019 • 971
სოფელ საყავრესთან, ტყეში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება – საგანგებო სიტუაციების სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება. ამასთან, დაკვამლიანების არეალი შემცირებულია.

“დარჩენილია რამდენიმე მცირე კერა, რომელიც ტყის მასივში, წლების განმავლობაში დაგროვებული ტორფის მასის შიდა წვის შედეგად არის წარმოქმნილი. მის დამუშავებას ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს,”-აცხადებენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, დღეს, დილიდან, დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 აგვისტოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი 40 ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული და ქვედა საფარი და შერეული ტყე იწვოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი