ახალი ამბებიკინოხელოვნება

გელბახიანმა კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სარაევოს ფესტივალის პრიზი მიიღო

23 აგვისტო, 2019 • 9890
გელბახიანმა კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სარაევოს ფესტივალის პრიზი მიიღო

ქართველმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა სარაევოს ფილმის ფესტივალზე კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მიიღო. ლევანს მორიგი წარმატება ფილმში “And We danced”  შესრულებულმა როლმა მოუტანა.

And We danced (“და ჩვენ ვიცეკვეთ) წარმოშობით ქართველი, შვედეთში მცხოვრები რეჟისორის, ლევან აკინის გადაღებული ფილმია, რომელიც ქართველი მოცეკვავე გეი ბიჭების სიყვარულს ეხება. 

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ შვედეთმა, შესაძლოა, აღნიშნული ფილმი ოსკარზე წარადგინოს. ქართულ-შვედური ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა ერთ-ერთია იმ სამ ფილმს შორის, რომლიდანაც ოსკარზე წარსადგენი ფილმი უნდა შეირჩეს.

ფილმის პრემიერა წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. ფრანგულ და ინგლისურენოვან მედიაში ფილმის არაერთი რევიუ გამოქვეყნდა, სადაც ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ფილმი უაღრესად ბუნებრივ, რეალურ შთაბეჭდილებას ტოვებს და დაცლილია პროვოკაციულობისგან. გამოცემა Franceinfo-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ  ეს არის ფილმი ჰომოსექსუალობასა და ნაციონალურ ცეკვაზე არატოლერანტულ საქართველოში.

გამოცემა წერს, რომ ფილმი დაცლილია კლიშეებისგან, რომლებსაც გეითემატიკაზე გადაღებულ ფილმებში ვხვდებით და აჩვენებს ეგზოტიკურ გარემოს- მოულოდნელ და შთამბეჭდავ ღიაობას ტრადიციული ქართული ცეკვის წრეში.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” შვედეთმა შესაძლოა ოსკარზე წარადგინოს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი