ახალი ამბები

ხაზარაძე ახალ მოძრაობაზე: ეს იქნება ახალი ძალა და არა ძველი პოლიტიკური ლიდერები

22 აგვისტო, 2019 • 1073
ხაზარაძე ახალ მოძრაობაზე: ეს იქნება ახალი ძალა და არა ძველი პოლიტიკური ლიდერები

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ის დააფუძნებს, ახალგაზრდა პროფესიონალი კადრებით იქნება დაკომპლექტებული და არა ძველი პოლიტიკური ლიდერებით სხვადასხვა პარტიიდან:

“მოძროაბის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით, როგორც შევპირდი საზოგადოებას, ეს მოხდება სექტემბერში. უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი გვიერთდება. ეს არ იქნებიან ძველი პოლიტიკური ლიდერები. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი ძალა, ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ახალ საქართვლოში უნდა ცხოვრება. ეს იქნება ხალხი, რომელსაც ყელში ამოვუიდა ეს ყველაფერი. იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

9 ივლისს ფეისბუკის პოსტში ხაზარაძემ „საგანგაშო“ უწოდა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და დაწერა, რომ „20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ“.

„სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება“, — დაწერა მან, — „რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“.

ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისი გაერთიანება „პროდასავლურ“ ნიშას დაიკავებს: „აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას“.

ამავე თემაზე:

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

მასალების გადაბეჭდვის წესი