ახალი ამბები

ძველიშვილი: მიამიტობაა იფიქრო, რომ ეს სამართლებრივი დავაა პოლიტიკური კონტექსტის გარეშე

22 აგვისტო, 2019 •
ძველიშვილი: მიამიტობაა იფიქრო, რომ ეს სამართლებრივი დავაა პოლიტიკური კონტექსტის გარეშე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის აზრით, მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებლის მამისთვის, ავთო წერეთლისთვის ბრალის წაყენება მხოლოდ სამართლებრივი საკითხია და მას პოლიტიკური კონტექსტი არ აქვს:

“ჩვენ ვცხოვრობთ მედიაგარემოში, სადაც მედიასთან დაკავშირებით შემთხვევით არაფერი არ ხდება ხოლმე და არ არსებობს ნდობა არც მართლმსაჯულების სისტემისადმი. ამ პირობებში სრულიად ლეგიტიმურად უჩნდება საზოგადოებას აზრი, რომ ბიზნესმენისთვის ბრალის წაყენება, რომელიც დაკავშირებულია ტელევიზიასთან, შეიძლება უკავშირდებოდეს ტელევიზიის შეფერხებას.

ვინაიდან დღეს ჩვენს ქვეყანაში მედიაზე ზემოქმედებისთვის აღარ გამოიყენება ძალადობრივი გზები, ამის ნაცვლად გამოჩნდა, რომ უფრო გამოიყენება ფინანსური რესურსების გადაკეტვის გზები, რაც პირდაპირ შესაძლებელია გავლენას ახდენდეს, საერთოდ იარსებებს თუ არა ეს მედიამაუწყებელი და რა ბედი ეწევა მას. მფლობელისთვის პრობლემის შექმნა არის აპრობირებული გზა იმისათვის, რომ მედიაზე მოახდინოს ზეწოლა. მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ეს არის მხოლოდ სამართლებრივი დავა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ აქვს”, –  ამბობს ნატა ძველიშვილი “ნეტგაზეთთან”.

რა კავშირშია თიბისის საქმე ტვ პირველსა და “არტარეასთან”

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი