ახალი ამბები

პოლიტიკური მოძრაობის შექმნა არ არის ინდულგენცია – თურნავა ხაზარაძეზე

21 აგვისტო, 2019 • 856
პოლიტიკური მოძრაობის შექმნა არ არის ინდულგენცია – თურნავა ხაზარაძეზე

“პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღების კომენტირებისას განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ანგარიშების დაყადაღება უკავშირდება ანაკლიის პორტის საკითხს და მის გეგმებს სამოქალაქო მოძრაობის შექმნასთან დაკავსირებით.

“ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება გადავიდა უკვე სასამართლო განხილვის ეტაპზე. ეს პროცესი გამჭვირვალეა. რა ზომას გამოიყენებს პროკურატურა და გამოძიება ამ პროცესში, არის სრულიად მათი პრეროგატივვა. ნამდვილად ვერ დავეთანხმები ვინმეს, რომ ეს არის განპირობებული რომელიმე პროექტში მონაწილეობით. არცერთ პროექტში მონაწილეობა, არცერთი სტატუსი, არცერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია, არცერთ ჩვენგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან”, – განაცხადა თურნავამ.

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

მასალების გადაბეჭდვის წესი