ახალი ამბები

აქ არის პოლიტიკური ფაქტორი – გეგიძე სუს-ში დასაკითხად დაბარებაზე

19 აგვისტო, 2019 •
აქ არის პოლიტიკური ფაქტორი – გეგიძე სუს-ში დასაკითხად დაბარებაზე

ბიძინა გეგიძე, რომელიც სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიებაზე დაბარებული, ამბობს, რომ ეს პროცესი მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. დღეს 19 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გეგიძემ თქვა, რომ გამოძიება სუს-მა ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში დაიწყო.

ჟურნალისტებთან საუბარში გეგიძე ყვება, რომ პარლამენტარად დანიშვნამდე ის კომპანია “საქართველოს ფოსტაში“ დირექტორის მოადგილე იყო და საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებნში ახორციელებდა. ამის შემდეგ, როგორც ის ყვება, ის ვაკის მაჟორიტარი გახდა, 2018 წელს იყო ფრაქციის თავმჯდომარე, შემდგომ კი “ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი.

“ვიყავი ჩემს პოლიტიკურ პროცესში და ჩემი პრინციპებიდან და თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე, მგონია, რომ იღებდი გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ყველაზე კრიტიკულ თემებზეც კი.

როგორც გაირკვა, მე ეს არ ვიცოდი, გამოძიება თუ შესწავლა თუ მოკვლევა, დაიწყო 2018 წლის ზაფხულში ანუ მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი მთელი ჩემი ამ რეგალიებიდან გამომდინარე და მქონდა კრიტიკული ხედვები, პოზიციები, არგუმენტები, პროცესები.

პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერმინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი (ჩემი მეგობარი და ეს ყველამ იცის). კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში, გამოძიება კი დაიწყო, დაახლოებით 2 აგვისტოს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, ამ ყველაფრის მერე, რაც მე ვისაუბრე, რომ მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და ვინ როგორ ცდილობს გამიჯნოს პოლიტიკა და სამართლებრივი მხარე – აქ პოლიტიკური ფაქტორი არსებობს. მხოლოდ იქიდან გამომდინარეც კი, რომ მე ვარ პოლიტიკაში და პოლიტაში ვმოღვაწეობ და ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული ეს პროცესი ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ უკავშირდებოდა ჩემს მოღვაწეობას და ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. ასევე ვთქვათ, სამართლებრივად მოიძებნა თემა, ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობამდე, წინა სამსახურეობრივი თემა…

რა არის იქ, რას უკავშირდება, როდესაც მექნება სუს-თან გამოკითხვაზე როდესაც მივალ, როდესაც გვექნება გამოკითხვის ფორმატში კომუნიკაცია, ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ,“ – აცხადებს ბიძინა გეგეიძე.

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დაიბარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი