ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთიის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

9 აგვისტო, 2022 • 1078
ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთიის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

სხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი მოქალაქე დააკავეს.

სუს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით, წვევამდელისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

სუს-ში აცხადებენ, რომ ოზურგეთის მერიის დაკავებული ყოფილი თანამშრომელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი