დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დაიბარეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაციას ამის შესახებ თავად დეპუტატი ავრცელებს. გეგიძე ამბობს, რომ უახლოეს დღეებში აპირებს უწყებაში მისვლას. “ნეტგაზეთი” ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა საქმეზეა დეპუტატი გამოკითხვაზე დაბარებული. მასალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან პასუხის მიღების შემდეგ განახლდება.