ახალი ამბები

ტალახაძემ პირადი რეკორდი გააუმჯობესა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა

17 აგვისტო, 2019 • 918
ტალახაძემ პირადი რეკორდი გააუმჯობესა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ოლიმპიურმა ჩემპიონმა საქართველოს პირველობის დასკვნით დღეს +109 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ატაცში – 219 კგ, აკვრაში – 255 კგ, ხოლო ორჭიდის ჯამში 474 კგ დაძლია.

ატაცში ტალახაძემ მის მიერ ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (218 კგ) გააუმჯობესა.

სამინისტროს ცნობით, ტალახაძის მიერ დაფიქსირებული შედეგი ოფიციალურად მსოფლიო რეკორდად არ ჩაითვლება, რადგან საქართველოს ჩემპიონატი არ შედის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში. ქართველ ძალოსანს ახალი რეკორდების დამყარების შესაძლებლობა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ექნება, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი