ახალი ამბები

ოჯახს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა, ხაზარაძე ახალ სახლს ჰპირდება

16 აგვისტო, 2019 • 1340
ოჯახს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა, ხაზარაძე ახალ სახლს ჰპირდება

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც სექტემბრიდან ახალი მოძრაობის შექმნა დაანონსა, დახმარებას ჰპირდება გუგუტიანთკარელ გივი რაზმაძის ოჯახს. ბოლო დღეებში რუსი სამხედროების მიერ მავთულხართების მონტაჟის გამო რაზმაძის სახლი მავთულხართებს მიღმა მოექცა.

“რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას.

დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძე ახალი მოძრაობის შექმნას სექტემბრისთვის აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი