ახალი ამბები

ია კიწმარიშვილი რ2-ის დაყადაღებას მოითხოვს, სალიას თქმით, ეს უსაფუძვლო მოთხოვნაა

15 აგვისტო, 2019 • 807
ია კიწმარიშვილი რ2-ის დაყადაღებას მოითხოვს, სალიას თქმით, ეს უსაფუძვლო მოთხოვნაა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელის, ეროსი კიწმარიშვილის ცოლმა ია კიწმარიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა რუსთავი 2-ის წილების დაყადაღების მოთხოვნით, რადგა მისმა ამჯამინდელმა მფლობელმა გასხვისება ვერ შეძლოს.

“კომპანია პანორამას წილების გასხვისება სხვა პირებზე იქამდე არ უნდა მოხდეს, სანამ არ დასრულდება დავა პანორამას შორის ტელევიზიის 30%-იანი წილის მისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მივმართავ სასამართლოს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს კომპანიის დაჩქარებული წესით გასხვისების პროცესი და დასახელდა ერთკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს კომპანიის სხვა პირებისთვის სარგებლის მიღების მიზნით გადაცემა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ან სრულიად მოსპობს ან, სულ მცირე, ძალიან გაართულებს ჩემთვის ობიექტური დავის წარმოებას და ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობას, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს ჩემი, როგორც მესაკუთრის და მოქალაქის უფლებების დარღვევას და ამ საკითხთან მიმართებაში უკვე მეორედ დაზარალებას”, – ნათქვამია ია კიწმარიშვილის განცხადებაში, რომელიც რუსთავი 2-მა გაავრცელა.

ია კიწმარიშვილი მოუწოდებს ყველა პოტენციურ მყიდველს, არ იყიდონ სადავო ტელევიზია. კიწმარიშვილის შესაფებით, რუსთავი 2-ის გასხვისების ამჟამინდელი სქემა ძალიან ჰგავს 2004 წელს ტელეკომპანიის დამფუძნებელებისთვის – ჯარჯი აქიმიძისთვის, დავით დვალისა და ეროსი კიწმარიშვილისთვის – ტელეარხის წარმთევის სქემას. როგორც ია კიწმარიშვილი აცხადებს, იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რათა რამდენჯერმე გაესხვისებინა ტელევიზია, რათა საბოლოოდ ის ე.წ. კეთილსინდისიერი შემჩენის ხელში აღმოჩენილიყო, თუმცა მისი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

რუსთავი 2-ის მოქმედი დირექტორი პაატა სალია კი აცხადებს, რომ ია კიწმარიშვილის მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. სალიას აზრით, კიწმარიშვილის პრეტენზიები თავისი არსით უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეს და შესაბამისად, მას სასამართლოსთვის სამოქალაქო წესით კი არა, პროკურატურაში უნდა შეეტანა საჩივარი.

ქიბარ ხალვაშმა ტელევიზიის მისთვის მიკუთვნებიდან 3 კვირაში, 12 აგვისტოს, გამოაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ს ყიდის.

ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2-ს” ყიდის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი