ახალი ამბები

ია კიწმარიშვილი: R2-ის პოტენციურ მყიდველებს მოვუწოდებ თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან

12 აგვისტო, 2019 • 711
ია კიწმარიშვილი: R2-ის პოტენციურ მყიდველებს მოვუწოდებ თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან

“რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცოლი ია კიწმარიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებს, რომ სადაო ქონების ყიდვისგან თავი შეიკავონ.

კიწმარიშვილი ამბობს, რომ ის სამაუწყებლო კომპანიაში გარდაცვლილი ქმრის წილის დასაბრუნებლად სამართლებრივ დავას იწყებს:

“ის გეგმავს გაასხვისოს და მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პოტენციურ მყიდველებს თავი შეიკავონ სადაო ქონების ყიდვისგან, რადგან ამ საქმეს პირადად მე ვაპირებ მივყვე ბოლომდე იქნება ეს საქართველოს თუ სტრასბურგი მე ჩემს ამოცანას ბოლომდე შევასრულებ” – ამბობს ია კიწმარიშვილი.

დღეს, 12 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ამჟამინდელმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანიის გაყიდვას გეგმავს.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი