ახალი ამბები

გორში საფეხბურთო მატჩის დროს სტადიონზე ქალი გარდაიცვალა

12 აგვისტო, 2019 • 1668
გორში საფეხბურთო მატჩის დროს სტადიონზე ქალი გარდაიცვალა

10 აგვისტოს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას 40 წლის ქალი გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს დაუდასტურეს აღნიშნული ფაქტი.

გორის “დილასა” და თბილისის “ლოკომოტივს” შორის მიმდინარე საფებურთო მატჩისას, ტრიბუნაზე ქალი ქმართან და შვილთან ერთად იმყოფებოდა, როცა შეუძლოდ გახდა. გულშემატკივარს დახმარება ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ქართულმა საფეხბურთო კლუბებმა მწუხარება გამოთქვეს და სამძიმარს გამოუცხადეს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

მოგვიანებით, გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი ორსულად იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირველადი ინფორმაციით, ქალს გულის მანკი ჰქონდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლოთ დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი