ახალი ამბები

პროკურატურა გირაოს სახით 80 ათასის შეფარდებას ითხოვს – გვარამია

10 აგვისტო, 2019 • 1484
პროკურატურა გირაოს სახით 80 ათასის შეფარდებას ითხოვს – გვარამია

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა გვარამიასთვის გირაოს სახით 80 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა. ამის შესახებ თავად გვარამია აცხადებს. მისივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 20 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. თუმცა როგორც უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, საქმის პროკურორი უშუალოდ სასამართლოში ისაუბრებს მოთხოვნილ აღკვეთის ღონისძიებაზე.

ნიკა გვარამიას თქმით, ის არ დათანხმდება არანაირი აღკვეთის ღონისძიებას, გარდა პატიმრობისა. როგორც ის ამბობს, არ აპირებს გადაიხადოს გირაო და ასევე არ დაემორჩილება შინაპატიმრობის წესებს და პროკურატურას მისი დაპატიმრება მოუწევს.

როგორც სასამართლოში ნეტგაზეთს განუცხადეს, საქმე დაეწერა მოსამართლე გიორგი კერატიშვილს.

მოსამართლე კერატიშვილი 2007-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივნად; 2012-2015 წლებში – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, 2016 წლის 14 ივლისის 1/164 გადაწყვეტილებით კერატიშვილი სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ;

ნიკა გვარამიას თქმით, ის არ დათანხმდება არანაირი აღკვეთის ღონისძიებას, გარდა პატიმრობისა. როგორც ის ამბობს, არ აპირებს გადაიხადოს გირაო და ასევე არ დაემორჩილება შინაპატიმრობის წესებს და პროკურატურას მისი დაპატიმრება მოუწევს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსთავი 2-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

მასალების გადაბეჭდვის წესი