ახალი ამბები

სამხარაულის ბიუროს დასკნით, ოქრუაშვილის დოკუმენტზე ხელმოწერა ხალვაშის არაა

9 აგვისტო, 2019 •
სამხარაულის ბიუროს დასკნით, ოქრუაშვილის დოკუმენტზე ხელმოწერა ხალვაშის არაა

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით დოკუმენტზე, რომელზე დაყრდნობითაც ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებდა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” მან იყიდა და ქიბარ ხალვაში მხოლოდ ნომინალური ფიგურა იყო, ხელმოწერა ხალვაშს არ ეკუთვნის.

ამის შესახებ დღეს ირაკლის ოქრუაშვილის პარტიაში “გამარჯვებული საქართველო” გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ოქრუაშვილის თანაპარტიელი კოტე კემულარია აცხადებს, რომ დასკვნა ზედაპირულია და შედეგებს არ ეთანხმება:

“ბოლოს და ბოლოს, გახარიას ექპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის. ეს დასკვნა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, არის ნახევარგვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო „ვ“ და ასო „შ“ თურმე თავის დახრილობით და ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა თურმე კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული” ,- ამბობს კოტე კემულარია.

კემულარიას თქმით, ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც ოქრუაშვილი დაკავებულია და “რუსთავი 2-ის” გარშემო მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის თქმით ამტკიცებს, რომ ქიბარ ხალვაში ნომინალური ფიგურა იყო და რუსთავი 2 რეალურად თავად ოქრუაშვილმა იყიდა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერაა დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი