ახალი ამბები

გადადებული ფრენები და პარალიზებული ქუჩები – პროტესტის მეცხრე კვირა ჰონგ-კონგში

5 აგვისტო, 2019 • 917
გადადებული ფრენები და პარალიზებული ქუჩები – პროტესტის მეცხრე კვირა ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც დემონსტრაციები მიმდინარეობს. მასობრივი პროტესტის გამო გადაიდო ფრენები, ქუჩები კი  პარალიზებულია.

CNN წერს, რომ მოსახლეობის საპროტესტო აქციების გამო ჰონგ კონგის ყველაზე დიდმა ავიაკომპანია Cathay Pacifiс-მა ორშაბათისთვის 150 ფრენა გადადო და მოუწოდა მომხმარებლებს, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში ეფრინათ. აღნიშნული ავიაკომპანიას წლის განმავლოაბში 34 მლნ მგზავრი გადაჰყავს და მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 200 ქალაქთანაა დაკავშირებული.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები 9 ივნისს დაიწყო. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს მძიმე დანაშუალებში ბრალდებული პირების ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადაცემას. აქციაში 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პოლიციამ დემონსტრანტები წიწაკის სპრეითა და ხელკეტების გამოყენებით დაშალა.

სხვადასხვა დროს დემონსტრანტები ქუჩებში აფეთქებდნენ მანქანებს და ამტვრევდნენ ვიტრინებს. გარდა კანონპროექტისა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, დემონსტრანტები ამბობენ, რომ ბუნდოვანია მათი ეკონომიკური თუ პოლიტიკური მომავალი. მათი თქმით, დღესდღეობით ჰონგ-კონგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და არათანასწორი ადგილია საცხოვრებლად, ხელისუფლება კი ამ პრობლემების გადასაჭრელად ნაბიჯებს არ დგამს.

დემონსტრანტების თქმით, ჰონგ-კონგის ხელისუფლება სულ უფრო უახლოვდება ჩინეთს და ექცევა მისი ზეგავლენის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ 1973 წელს ჰონგ-კონგი ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ მას ექნებოდა ავტონომია, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა; ასევე, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებდა.

დემონსტრაციების დროს, ჯამში, 44 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ათეულობით სტუდენტი და ერთი 16 წლის გოგო. მათ ყველას ამბოხების ბრალდება წარედგინათ. გარდა ამისა, დააკავეს აკრძალული ოპოზიციური პარტიის ლიდერიც. მას ბრალად იარაღის უკანონო ფლობა ედება.

ვრცლად იმის შესახებ, თუ საიდან და რატომ დაიწყო პროტესტი ჰონგ-კონგში:

აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგის პარლამენტში შეჭრის შემდეგ ლიდერის გადადგომას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი