ახალი ამბები

ელენე ხოშტარია გლდანის ციხეში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მოსანახულებლად შევიდა

5 აგვისტო, 2019 • 705
ელენე ხოშტარია გლდანის ციხეში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მოსანახულებლად შევიდა

“ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია გლდანის ციხეში შევიდა 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა მოსანახულებლად.

როგორც ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს ციხეში შესვლამდე უთხრა, ციხეში შედის დაკავებულთა მორალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად, ასევე, იმის გასარკვევად, თუ რა აქვთ მათ სათქმელი ოჯახებისთვის. დეპუტატის თქმით, მისი ინფორმაციით, რამდენიმე დაკავებულს ოჯახთან კომუნიკაცია ეზღუდება.

20-21 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის წესით არაერთი ადამიანია დაკავებული. მათ პოლიციელებზე ძალადობასა და პარლამენტში შეჭრის მცდელობას ედავებიან.

20 ივნისს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაარბია აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. შსს-ს ვერსიით, აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიტიკური ლიდერების ხელმძღვანელობით პარლამენტში შეჭრას ცდილობდა, რაც გახდა აქციის დარბევის საბაბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი