ახალი ამბები

მოქალაქე ამბობს, რომ მღვდელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სცემეს

2 აგვისტო, 2019 • 1932
მოქალაქე ამბობს, რომ მღვდელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სცემეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცემის მუხლით უკვე დაიწყო გამოძება ინციდენტზე, რომელიც სამტრედიაში რამდენიმე საათის წინ მოხდა და რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირიც მონაწილეობდა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ადამიანთა გამოკითხვა და ამის შემდეგ გაავრცელებენ უფრო დეტალურ ინფორმაციას მომხდარის შესახებ.

მოქალაქე იმედა გოგავა წერს, რომ მის ახლობელს გზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ უცნობი პირები:

“სამტრედიაში დღეს წარმოუდგენელი რამ მოხდა. კერძოდ, ქალაქის მთავარ მაგისტრალზე ქართველი “ვაჟკაცები” დაუნდობლად გაუსწორდნენ ჩემს მეგობარ ახალგაზრდა გოგოს და მის უცხოელ მეუღლეს, რომლებსაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა (რომელიც გაჟღენთლი იყო დისკრიმინაციული და ჰომოფობიური გამოხტომებით). საგანგაშოა ისიც, რომ ამ ისტორიაში ფიგურირებს მღვდელიც. ამ დროისთვის უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვიმედოვნებ, რომ გამოძიება ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდება, პარალელურად ვაპირებთ საქმის მასალების მედიისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემას…”, – წერს იმედა გოგავა ფეისბუკის პირად გვერდზე.

მომხდარის შესახებ ამბის უშუალო მონაწილის, ქეთი კამკამიძის კომენტარს ავრცელებს “იმედინიუსიც”.

“გზაზე მე და ჩემი მეუღლე გადავდიოდით. მაღალი სიჩქარით მანქანამ ჩაგვიქროლა და რაღაც ნივთი გვესროლა. ამაზე მქონდა რეაქცია, თუმცა შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. მობრუნდა მანქანა, რომელშიც სასულიერო პირიც იჯდა. გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. მანქანით ფეხზე გადამიარეს” ,- უთხრა “იმედინიუსს” კამკამიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი