ახალი ამბები

შსს-მ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

1 აგვისტო, 2019 • 684
შსს-მ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1968 წელს დაბადებული ზ.ც. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით დუშეთში დააკავეს.

როგორც შსს აცხადებს, ბრალდებული თავისი პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს“ სისტემატურად ასაღებდა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზ.ც-სგან,  კონტროლის მიზნით, რადენჯერმე შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება და პროცესი ფარულად ჩაიწერეს.

პოლიციამ ბრალდებულის მიერ გასაღებული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4  ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი