“არ ვართ თანახმა” – ჯარჯი აქიმიძე ხალვაშის შეთავაზებაზე

“მივიღეთ შემოთავაზება, ვერ ვიტყვით, რომ ვართ კმაყოფილები, ჩვენს დასაბუთებულ პოზიციას მოგვიანებით მოგახსენებთ”, – ასე შეაფასა რუსთავი 2-ის დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშის შეთავაზება არხის წილის 40%-ის გადაცემასთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის კითხვაზე, არიან თუ არა თანახმა ხალვაშის შეთავაზებაზე, აქიმიძემ გვიპასუხა:

“არ ვართ თანახმა, მაგრამ რატომ არ ვართ თანახმა, ამ ყველაფერს მოგვიანებით მოგახსენებთ”, – ამბობს აქიმიძე.

ხალვაში: დვალს და აქიმიძეს რ2-ის 40% შევთავაზე, ბედნიერება ვერ შევატყვე

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com