ახალი ამბები

ხალვაში: დვალს და აქიმიძეს რ2-ის 40% შევთავაზე, ბედნიერება ვერ შევატყვე

30 ივლისი, 2019 • 974
ხალვაში: დვალს და აქიმიძეს რ2-ის 40% შევთავაზე, ბედნიერება ვერ შევატყვე

ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს რუსთავი 2-ის წილის 40% შესთავაზა, რაც ამ უკანასკნელებმა არ მიიღეს.

ხალვაშის თქმით, დვალმა და აქიმიძემ მას უთხრეს, რომ ამ წინადადებას არ იღებენ და სხვა შეთავაზებას დაელოდებიან.

“გაკეთდა შეთავაზება, რომ ყოფილიყვნენ  პარტნიორები, რ2-ის 40% [შევთავაზე], ბედნიერება ვერ შევატყვე”, – განაცხადა ხალვაშმა.

“დვალი და აქიმიძე არიან კარგი პიროვნებები, კონსტრუქციულები და მათთან შეხვედრები არავითარ სიმძიმეს არ წარმოადგენს”, – ამბობს ხალვაში.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება.

2015 წელს ხალვაში დვალს და აქიმიძეს, რომლებიც არხის დამფუძნებლები არიან, რ2-ის წილის 50%-ს და მენეჯმენტს სთავაზობდა. დღეს ამბობს, რომ დვალს და აქიმიძეს 50% რომც დაუთმოს, დირექტორი მაინც პაატა სალია იქნება.

“რატომ გინდათ, რომ ჩემი მატერიალური ქონება გავანაწილო და ვინმეს ვაჩუქო. არ გადამითქვია [პირობა]”, – ამბობს ხალვაში. “სალია ცუდი დირექტორია?!”.

ქიბარ ხალვაშის თქმით, აგრძელებს უცხოელი მედიამენეჯერის ძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.