ახალი ამბები

ავიაკატასტროფას პაკისტანში 18 ადამიანი ემსხვერპლა

30 ივლისი, 2019 • 712
ავიაკატასტროფას პაკისტანში 18 ადამიანი ემსხვერპლა

მცირე ზომის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პაკისტანში სასწავლო გაფრენას ახორციელებდა, დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. BBC-ის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია 13 ადგილობრივი და 7 სამხედრო მოსამსახურე. 

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ვიდრე თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა, ჰაერშივე იწვოდა. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გარდა დაღუპულებისა, დაშავებულია, სულ მცირე, 15 ადამიანი და დამწვარია საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი