ახალი ამბები

პაკისტანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა ირანის ტერიტორიაზე

18 იანვარი, 2024 • 1585
პაკისტანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა ირანის ტერიტორიაზე

პაკისტანმა საპასუხო სარაკეტო დარტყმები განახორციელა ირანის ტერიტორიაზე.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო იერიში მიიტანეს „ტერორისტების თავშესაფრებზე“ ირანის სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში და თავდასხმის მიზანი იყო პაკისტანის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თავდასხმებს, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

მანამდე, სამშაბათს, ირანმა იერიში მიიტანა პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარე ობიექტებზე და განაცხადა, რომ ის მიზნად ისახავდა ჯაიშ ალ-ადლის დაჯგუფებაზე დარტყმას. ჯაიშ ალ-ადლის დაჯგუფება
ირანის მოქმედი შიიტური მთავრობის წინააღმდეგ იბრძვის.

პაკისტანი და ირანი დიდი ხანია ადანაშაულებენ ერთმანეთს ბოევიკთა ჯგუფების მფარველობაში, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს მათი საერთო საზღვრის გასწვრივ მდებარე რეგიონებიდან. ბელუჯისტანი, რომელიც მოიცავს ირანის სამხრეთ ნაწილს, დასავლეთ პაკისტანსა და სამხრეთ-დასავლეთ ავღანეთს, ერთგვარად გასულია კანონის ფარგლებს მიღმა და რეგიონში მოქმედი ნარკოტიკების კონტრაბანდები პასუხისმგებელი არიან ათასობით მკვლელობაზე. ორივე, პაკისტანი და ირანი, დიდი ხანია ებრძვიან ბოევიკებს ბელუჯისტანში, თუმცა ბოლო ინციდენტი ორ მეზობელს შორის უფრო დიდი ესკალაციისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ჭრილში განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი