ახალი ამბები

ნარმანია: “პანორამას” აპროტესტებენ ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ არსად არაფერი უნდა აშენდეს

2 თებერვალი, 2015 • • 1491
ნარმანია: “პანორამას” აპროტესტებენ ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ არსად არაფერი უნდა აშენდეს

“ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანია ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია, მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმება, მნიშვნელოვნია, რომ ამ პროექტის განხორციელებას გრძელვადიანი თვალსაზრისით მოყვება ტურისტები, მოყვება ისეთი ტურისტები, რომლებიც მაღალგადამხდელუნარიანი არიან, შესაბამისად, ეს დამატებითი შემოსავალი იქნება კომპანიებისთვის, ასევე ქალაქისთვის და სოციალური თვალსაზირითაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება. გამოხატეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც განსაკუთრებული რადიკალურობით გამოირჩევიან და ფიქრობენ იმას, რომ არც ერთ ტერიტორიაზე არაფერი უნდა აშენდეს. ეს მათი ნებაა და არავის მათთვის ხელი არ შეუშლია”, – განაცხადა ნარმანიამ.

 

თბილისის მერი ამბობს, რომ “თბილისი-პანორამის” პროექტის განხორციელებისას არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა არ არსებობს.

 

“ჩვენ გვქონდა განხილვა, რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა არ არსებობდა, ვინაიდან საკითხი იყო განხილული, მათ შორის იყვნენ გარედან მოწვეული ადამიანები, არიან ადამიანები საბჭოში, რომლებიც შესაბამისი პროფესიული ასოციაციებიდან არიან. აქედან გამომდინარე, ზედმეტი კითხვა ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა, ვინაიდან 20-მდე კვლევაა სხვადასხვა ხასიათის გაკეთებული ამ პროექტთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნარამანიამ.

 

31 იანვარს, 15:00 საათზე საკრებულოს შენობის წინ აქცია “არა პანორამას!” დაიწყო. აქციის მონაწილეები სასტვენებითა და პოსტერებით პროექტის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

 

“თანაინვესტირების ფონდი”, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თავისუფლების მოედანზე, ე.წ. ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე, “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით მრავალფუნქციური კომპლექსების აშენებას.

 

პროექტის მიხედვით, სასტუმრო და ბაღი აშენდება სოლოლაკის ფერდობზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით. სასტუმროებთან დაკავშირება საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

დავით ნარმანია
დავით ნარმანია 'ჰერმესის' წარმომადგენლებს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი