შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ურეკში, კაპროვანის დასახლებაში მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა, რომელთაგან ერთი ადგილზე დაიღუპა. მეორე მუშა ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ში აცხადებენ, რომ შემთხვევაში გუშინ, 27 ივლისს მოხდა.
მომხდარზე შინაგან სამქეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.