ახალი ამბები

ამერიკულმა საპატრულო ავიახომალდმა საქართველოში წვრთნაში მიიღო მონაწილეობა

26 ივლისი, 2019 • 840
ამერიკულმა საპატრულო ავიახომალდმა საქართველოში წვრთნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში პირველად ჩამოფრინდა აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 პოსეიდონი.

როგორც საელჩო აღნიშნავს, “ამ ისტორიული ვიზიტისას პოსეიდონმა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად წვრთნები ჩაატარა. საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ორი ქვეყნის მტკიცე სამხედრო პარტნიორობას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი