ახალი ამბები

თბილისში, გურამიშვილზე 2 ადამიანი მოკლეს

24 ივლისი, 2019 • 1272
თბილისში, გურამიშვილზე 2 ადამიანი მოკლეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, რომ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ორი ადამიანი მოკლეს.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს 2 ან მეტი პირის მიმართ.

შსს-ს ცნობითვე, ამჟამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი