ახალი ამბები

ვერშბოუ საქართველოში აშშ-ის ელჩად დანიშვნას უარყოფს

23 ივლისი, 2019 • 1206
ვერშბოუ საქართველოში აშშ-ის ელჩად დანიშვნას უარყოფს

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ასევე აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, ნატოსა და სამხრეთ კორეაში, ალექსანდრ ვერშბოუ, ტვიტერზე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის ელჩად დანიშვნაზე.

“ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და მისი ნატოში გაწევრიანების მომხრე, თუმცა მე არ შევურჩევივართ საქართველოში აშშ-ის ელჩად”, – ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა ალექსანდრ ვერბშოუმ.

ინფორმაცია ვერბშოუს აშშ-ის ელჩად დანიშვნაზე ქართულმა სააგენტო 2020news-მა გაავრცელა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავს. ელჩ იან კელის სწორედ ამ დროს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი