ახალი ამბები

პრეზიდენტი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დანაშაულია მთელი სახელმწიფოს მიმართ

23 იანვარი, 2015 • 1127
პრეზიდენტი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დანაშაულია მთელი სახელმწიფოს მიმართ

“ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის. ყველას ვუსამძიმრებ ამ დღეს – მათ, ვინც ბატონ იურის თანამებრძოლი იყო და მათაც, ვინც პირადად არ იცნობდა მას. ეს არის მძიმე დღე მთელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ის ხალხი, ვინც ეს გაუბედა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს სახელმწიფოს, დაჭედებული იქნება საბრალდებო სკამზე და პასუხს აგებს როგორც ამ ოჯახის წინაშე, ისე იმისთვის, რაც გაუბედა საქართველოს, გაუბედა ჩვენს სახელმწიფოს,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი