ახალი ამბები

გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხეს

17 ივლისი, 2019 •
გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შს მინისტრის, გიორგი გახარიას გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

“მოგეხსენებათ, გენერალური პროკურტურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო და ყველა ამ კითხვაზე, შესაბამისად, ჩემ მიერ იქნა პასუხი გაცემული.

ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და მეორე, გამოძიების ყველა დეტალი გახდეს ღია და საჯარო ჩვლნი მოქალაქეებისთვის. მე როგორც აღვნიშნე, რამდენჯერაც დამიბარებენ და საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვალ. შსს-ში არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რადგან ჩვენ ვიცით, სად არის სიმართლე და ჩვენ აქ მოვდივართ და ამ სიმართლეს ვეუბნებით” ,- ამბობს შს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი