ახალი ამბებისაზოგადოება

“ეს სივრცე ჩვენია” – კარვები დიღმის ტყე-პარკში

14 ივლისი, 2019 • 2848
“ეს სივრცე ჩვენია” – კარვები დიღმის ტყე-პარკში

“ეს სივრცე საჯაროა და ჩვენი, მას არ დავთმობთ”- აცხადებენ მწვანე აქტივისტები, რომლებმაც  14 ივლისის ღამე დიღმის ტყე-პარკში გაათენეს. 

“კარვებით იმის ჩვენება გვინდოდა, რომ ეს სივრცე საჯაროა, ჩვენია, ჩვენ გვეკუთვნის და მას არ დავთმობთ”, – განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ ჯაყელმა ნეტგაზეთს.

დღეს, 14 ივლისს კი ისინი დიღმის ტყე პარკში სხვადასხა აქტივობით გააპროტესტებენ იქ დაგეგმილ მშენებლობას – იქნება კითხვა ბავშვებისთვის, აქცია და კონცერტი. 

აქტივობების ორგანიზატორები, მათ შორის “ახალგაზრდა მწვანეები” და მოძრაობა “ვინ’მე”, მიიჩნევენ, რომ მშენებლობა ტყის იერსახეს მნიშვნელოვნად შეცვლის და ქალაქში არსებულ ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუარესებს.

“დაგეგმილი მშენებლობა ტყე-პარკს რეალურად რესტორნად და სავაჭრო ცენტრად გადააქცევს. კომერციული ობიექტებით, საერთო ფართობით – 6 476.26 კვ.მ. პროექტით საფრთხე ექმნება სახალხო სივრცესა და არსებულ ეკოსისტემას”, – აცხადებენ ისინი.

“ტყე რესტორნის ეზო გახდება“ – პროტესტი დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი